სულისშემძვრელია ისტორიები, რომელსაც უკრაინაში სიკვდილს გადარჩენილი ქალები ჰყვებიან. ოკუპანტები განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, გაუპატიურებული ქალებისა და მოზარდების შესახებ სულ უფრო მეტი ცნობა მოდის. სახალხო დამცველმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მშობლების წინაშე გაუპატიურებული 14 წლის გოგო ორსულადაა.