პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ორსული ქალის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული მკვეთრად გაუმჯობესებულია. როგორც რატიანი განმარტავს ქალბატონმა კლინიკა შესაძლოა რამდენიმე დღეში დატოვოს.
„რაც შეეხება ორსულ ქალბატონს, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხელება არ ჰქონია. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპოტომატიკა არ ვლინდება ყოველდღიურად ხდება ნაყოფის მონიტორინგი, ნაყოფი მონიტორინგი შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე დიდი იმედი გვაქვს რომ რამდენიმე დღეში ეს პაციენტი დატოვებს გამოჯანმრთელებული კლინიკას“,-განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ ამ მონაცემებით საქარველოში კორონავირუსის 108 შემთხვევა ფიქსირდება აქედან 21 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4995 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.