საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 99 პაციენტი იმყოფება, აქედან 88 პაციენტს დადასტურებულად აქვს კორონავირუსი.
როგორც რატიანმა განაცხადა, კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი იმყოფება, აქედან 6 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, 3 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 99 პაციენტი. აქედან 88 არის ინფიცირებული შემთხვევა.ერთ პაციენტთან მოგვივიდა უარყოფითი ორივე შედეგი და ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზე. 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობენ, ჩატარებული კვლევის შედეგად დაახლოებით 15-თან დაფიქსირდა დადებითი რეზულტატი, ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ხვალ, სავარაუდოდ, ეს პაციენტები დატოვებენ კლინიკას. მოზარდების მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს, არანაირი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ ვლინდება. ჩვენს კლინიკაშია გადმოყვანილი მედპერსონალის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 385 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი, გარდაცვლილია - 3.