logo
ENG



რატომ არ არის ეს ქალი დაბარებული პროკურატურაში - ელისაშვილი პრეზიდენტს ბრალს კორუფციაში სდებს

01 ნოე 201921:43
3 წუთის საკითხავი
 
jfiamumiitd00dh.png

პრეზიდენტის 28 აგვისტოს შეწყალების გადაწყვეტილება, რომ კორუფციული სქემითაა მიღებული, ამაში ეჭვი არ ეპარება "სამოქალქო მოძრაობის" დამფუძნებელს ალეკო ელისაშვილს. იგი დარწმუნებულია, რომ ამ სქემაში თავად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია ჩართული. 

"იმედი მაქვს, რომ მალე რამდენიმე კონკრეტულ სურათთან დაკავშირებით მთელი სურათი გვექნება. ჩვენი მოძრაობა იტყვის, რამდენიმე შემთხვევაში, როგორ მოხდა საქმეების გაჩარხვა და კორუფციული სქემების შექმნა. რამდენიმეა ასეთი. წინასწარ არ ვიტყვი. კითხვა შემდეგია - პრეზიდენტმა ფული აიღო ამ სიის გაჩარხვაში თუ არ იცოდა და ისე მოაწერა ხელი?! ნებისიმიერ შემთხვევაში, პროკურატურაში რატომ არ არის ეს ქალი დაბარებული. თამარ მეფეა, რუსუდან დედოფალია თუ ვინაა. ამაზე მეტი უბედურება რა უნდა იყოს. ხელის გულზე დევს, რომ ესაა კორუფციული ამბავი. ძებნილი, პედოფილი, ყაჩაღობისთვის ბრალდებული - ესენი არიან გამოსულები. შეწყალების კომისიას რომ ემსჯელა ამ საქმეებზე, ვერცერთი ვერ მოხვდებოდა პრეზიდენტთან, რადგან არცერთი კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს," - აცხადებს ელისაშილი.

 

 


close დახურვა