"ფორმულას" ინფორმაციით, ახმეტაში მომხდარი ინციდენტი, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და ვანო დავითაშვილი დაჭრეს, ძველ კონფლიქტს უკავშირდება.
საუბარია გიორგი ქისტაურისა და ზვიადაურის დაპირისპირებაზე, რომელიც 2013 წელს დაიწყო. მაშინ ოლიმპიური ჩემპიონის სახლი სწორედ ქისტაურმა დაცხრილა.
სატელეფონო ზარებს არც ზვიადაური და არც დავითაშვილი პასუხობს. გიორგი ქისტაურის ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ მას ამ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია და ზვიადაურმა და დავითაშვილმა ჭრილობები ერთმანეთს, სავარაუდოდ, თავად მიაყენეს.
დაშავებულებს ბასრი საგნით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის საავადმყოფოდან ორივე მათგანი გაწერილია.