logo
ENG



რაშიზმის ბარბაროსული ბუნება - დროება

17 აპრ 202220:18
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო მონაცემებით რუსულ სისასტიკეს უკრაინაში 202 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა - 361 ბავშვი კი დაიჭრა. ამ საშინელებას ბოლო არ უჩანს და მაინც რა არის რუსული ბარბაროსული მილიტარიზმის საფუძველი. მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა, წამება, გაუპატიურება, დასახლებების მიწამდე გასწორება... ეს ცალკეული გადაცდომები, თუ რიგითი დანაშაულებია, თუ ასეთია ზოგადად რუსული არმია? რუსი მწერალი ვასილი როზანოვი წერდა: რაში მდგომარეობს ჩვენი რუსი კაცის ღვთისმოსაობა: ის მოკლავს ადამიანს გზაზე, ჩაათრევს მის გვამს თხრილში, გაძარცვავს, მაგრამ არ შეჭამს მის ჯიბეში ნაპოვნ ძეხვს, რადგან პარასკევია. დიახ, მაროდიორობა, მოსახლეობის აწიოკება, შემდეგ კი იმ საცხოვრებლების გადაწვა სადაც ყოველივე ეს ჩაიდინეს, ჩრდილოელი დამპყრობლისთვის არახალია. უფრო მეტს, რაშიზმის ბარბაროსულ ბუნებაზე, დროების სიუჟეტში ნახავთ.


close დახურვა