logo
ENG



რედაქტირება საარჩევნო კოდექსში - რა შეიცვალა საკანონმდებლო პაკეტში კრიტიკის შემდეგ

02 ივლ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

მედიის, მათ შორის „ფორმულას“ მწვავე კრიტიკის და დიპლომატებთან კონსულტაციის შემდეგ საარჩევნო კოდექსიდან სადავო ნორმები გაქრა ან ჩასწორდა.

ახალ რედაქციაში ორ მოსმენას შორის დაკონკრეტდა, რომ საარჩევნო უბნიდან 25-მეტრის რადიუსში ამომრჩეველთან მიახლოება და მისი შეფერხება დასჯადი ქმედება არ იქნება მედიისა და ეგზიტპოლების ჩამტარებელი ორგანიზაციებისთვის.

მედიის დამატებითი მარეგულირებელი აუდიტის სამსახური აღარ გახდება. შეიცვალა ეგზიტპოლების შედეგების გადამოწმების შესახებ ნორმაც.

შემზღუდავი ცვლილებები მმართველმა პარტიამ არჩევნების წინ ისე ჩადო კოდექსში, რომ მედიას არ შეთანხმებია.

მესამე მოსმენას წინ უძღოდა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შეხვედრა პარლამენტში. ქვეყნის პარტნიორები ძლიერი საარჩევნო კანონის, გამჭვირვალე და კონკურენტული არჩევნების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

დეტალურად ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ აქ.


close დახურვა