logo
ENG



რევანში რეფორმის სახელით

28 დეკ 202120:21
3 წუთის საკითხავი
 

ჰქონდა თუ არა წამებას ადგილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, სამსახურს, რომელმაც ეს უნდა დაადგინოს, ასევე დაჩქარებული წესით ხურავენ. ქართული ოცნების ტემპი ვერც პარლამენტში მისულმა ამერიკის ელჩმა შეანელა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციაზე დღეს ორ კომიტეტში იმსჯელეს. ქართულ ოცნებას მოუხდა იმის მოსმენა, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმია; რომ კანონპროექტი არა რეფორმას, არამედ რეპრესიებს ემსახურება. დარბაზში ხმაური იყო. ლონდა თოლორაიას არ მიუღია პასუხი კითხვაზე, რატომ სჯიან ასე ცინიკურად დამოუკიდებელ ინსტიტუტს. ივანიშვილის გუნდმა თემა იმდენად დახურა, რომ ოპოზიციას ალტერნატიული კანონპროექტის დარეგისტრირების შანსიც მოუსპო.  


close დახურვა