logo
ENG



რეზნიკოვი: კონტრშეტევა უკვე რამდენიმე მიმართულებით იგეგმება

29 მარ 202316:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/29/vm47ay1k3u3cjgp.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კონტრშეტევა უკვე რამდენიმე მიმართულებით იგეგმება.

კითხვაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი Leopard-ის ტანკების დანახვა ფრონტზე, რეზნიკოვმა უპასუხა: "ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით, მათ კონტრშეტევის დროს ნახავთ".

"[კონტრშეტევა] უკვე რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. ეს დამოკიდებულია შესაფერის მომენტზე და იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტს [გენერალური შტაბი]. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან თავდასხმის გადაწყვეტილება ასევე დამოკიდებულია ამინდზე. გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია. მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებაა შესაძლებელი. ვფიქრობ, აპრილ-მაისში მათ [Leopard-ების] ხილვას შევძლებთ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

2022 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის არმიის მხრიდან კონტრშეტევის მომზადების შესახებ. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, წარმატებული კონტრშეტევისთვის საჭიროა F-16 საბრძოლო თვითმფრინავები.


close დახურვა