უკრაინის თადაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კონტრშეტევას პარტნიორების შემდგომ მხარდაჭერაზე დიდი მნიშვნელობა ექნება.
"ჩემი პარტნიორები ყველა შეხვედრაზე, სატელეფონო საუბრების დროს და რამშტაინზე ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ: „ჩვენ თქვენთან ვართ ბოლომდე, რა დროც არ უნდა დაგჭირდეთ. და ჩვენ ვხედავთ ჩვენს გამარჯვებას", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
29 მარტს, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას ზაფხულში დაიწყებენ.
2022 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის არმიის მხრიდან კონტრშეტევის მომზადების შესახებ. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, წარმატებული კონტრშეტევისთვის საჭიროა F-16 საბრძოლო თვითმფრინავები.