უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიიღებს NATO-ს სტანდარტების ტანკებს და საბრძოლო თვითმფრინავებს.
"ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებები, არამედ ტექნოლოგიური და ლოგისტიკური. მაგრამ მე ვრჩები ოპტიმისტი და მჯერა, რომ NATO-ს სტანდარტების ტანკები ბრძოლის ველზე გამოჩნდებიან.
დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ტანკები და საბრძოლო თვითმფრინავებიც კი", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინის ცნობით, პირველი გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T უკრაინაში ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩავიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას კიდევ სამ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემდა.