logo
ENG



რეზნიკოვი: უკრაინა გახდა NATO-ს წევრი - დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე

13 იან 202310:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/13/3lqsntmp8tfiz4i.jpg
Reuters

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად NATO-ს წევრი არაა, ის ფაქტობრივად უკვე შეუერთდა ალიანსს.

„უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები გახდნენ NATO-ს წევრები - დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე. რადგან ჩვენ გვაქვს იარაღი და გვესმის, როგორ გამოვიყენოთ ისინი. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ჩვენ NATO-ს დე იურე წევრებიც გავხდებით“ - განაცხადა რეზნიკოვმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი ეს სიტყვები არც რუსეთისთვის და არც NATO-სთვის იქნება ბუნდოვანი, ვინაიდან ევროატლანტიკური ალიანსს არ სურს, რომ ომის მონაწილედ მიიჩნეოდეს.

რეზნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, უკრაინა დასავლეთისგან მიიღებს ტანკებს, საბრძოლო თვითმფრინავებს და შორ მანძილზე სასროლ რაკეტებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგმა დასავლურმა ქვეყანამ შეიცვალა დამოკიდებულება კიევისათვის იარაღის მიწოდებაზე.


close დახურვა