logo
ENG



რეზნიკოვი: უკრაინა ყირიმსა და ყირიმის ხიდზე თავდასხმებს გააგრძელებს

25 ივლ 202311:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/25/rulgoagf8hsqq9l.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა ყირიმსა და ყირიმის ხიდზე თავდასხმებს გააგრძელებს.

"უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ყირიმსა და ყირიმის ხიდზე თავდასხმებს, რამდენადაც ეს საჭირო იქნება, რათა მტრის ლოგისტიკა გაანადგურონ. [ყირიმის ხიდზე თავდასხმები] შეამცირებს ჩვენს წინააღმდეგ რუსების ბრძოლის შესაძლებლობებს და უკრაინელების სიცოცხლეს გადაარჩენს...

ნორმალურია ტაქტიკაა - გაანადგურო მტრის ლოგისტიკუტი ხაზები, რათა შეაჩერო მეტი საბრძოლო მასალის, საწვავის, საკვების და ა.შ. მიღება. ამიტომ ჩვენ მათ [რუსების] წინააღმდეგ ამ ტაქტიკას გამოვიყენებთ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე შეჩერდა მიმოსვლა, რადგან "კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში საგანგებო შემთხვევა მოხდა".

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის სპეცოპერაცია იყო, კერძოდ, უკრაინსკა პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ.


close დახურვა