logo
ENG



რეზნიკოვი კონტრშეტევაზე: მოკრძალებული მიღწევები მტრის წინააღმდეგ მხოლოდ რეპეტიცია იყო

28 ივნ 202316:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/suv9cziynj24er8.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კონტრშეტევის მთავარი მოვლენა ჯერ კიდევ წინ არის.

"ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზოგიერთი დასახლების გათავისუფლება არ იყო დაგეგმილი თავდასხმის მთავარი მოვლენა. ბოლო მოკრძალებული მიღწევები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მხოლოდ წინასწარი რეპეტიცია იყო, წინ ბევრად უფრო სერიოზული დარტყმები იქნება.

ზოგჯერ რუსები არ ეუბნებიან თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ მათ გარკვეული ტერიტორიები დაკარგეს. მათ უფროსებთან ანგარიშის წარდგენის ეშინიათ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

როგორც გენერალური შტაბი აცხადებს, უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით. ასევე დღეს დილით, ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიის შესახებ ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.


close დახურვა