logo
ENG



რეზნიკოვი საკადრო ცვლილებაზე: შეთავაზება რომც მიმეღო, უარს ვიტყოდი

06 თებ 202312:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/e8m48ck1lqqcgwg.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე შეთავაზება რომ მიეღო, უარს იტყოდა. მისი თქმით, ეს შეცდომაა.

"სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს შესახებ პირველად მესმის. როგორც იურისტმა მინდა ვთქვა, რომ გადაყვანის ასეთი პროცედურა მთავრობაში ერთი მინისტრის თანამდებობიდან მეორეზე არ არსებობს. ეს პარლამენტის გადაწყვეტილებაა, რომელიც მან პრემიერის შეთავაზების საფუძველზე უნდა მიიღოს, თუ საუბარი არაა თავდაცვის ან შინაგან საქმეთა მინისტრზე.

ასეთი შეთავაზება რომც მიმეღო პრეზიდენტისგან ან პრემიერისგან, მასზე უარს ვიტყოდი იმიტომ, რომ არ მაქვს გამოცდილება, რომელიც საშუალებას მომცემდა ვყოფილიყავი სტრატეგიული მრეწველობის კარგი მინისტრი. ამიტომ, ვფიქრობ, ეს შეცდომაა", - თქვა რეზნიკოვმა.

დღეს ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე გადაიყვანეს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს.


close დახურვა