logo
ENG



რეზნიკოვის თქმით, NASAMS-ისა და Aspide-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე უკრაინაშია

07 ნოე 202215:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/07/tv1u8qqq2hh2p0t.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, NASAMS და Aspide საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე უკრაინაშია.

"ეს შეიარაღება მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის. ჩვენ გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას, რომლებიც თავს დაგვესხნენ. მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვეგიას, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ამავდროულად, გუშინ, ევროკომისიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას ევროკომისია უკრაინას 18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პროგრამას წარუდგენს. დახმარების პროგრამა ითვალისწინებს უკრაინის ბიუჯეტის დაფინანსებას თვეში 1,5 მილიარდ ევრომდე, რაც ჯამში 18 მილიარდ ევრომდეა.

ევროკომისიის პრესსამსახურის ცნობით, მომავალ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 2023 წლის ფინანსური დახმარების გეგმას გააცნობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი აგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, განსაკუთრებით ზამთარში.


close დახურვა