logo
ENG



რეზნიკოვის თქმით, სუროვიკინის დანიშვნის შემდეგ რუსეთის ტაქტიკა შეიცვალა

11 ნოე 202211:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/jxis0cprv4vfkhz.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსული საოკუპაციო ჯარების ახალი მეთაურის, სერგეი სუროვიკინის დანიშვნის შემდეგ რუსეთის ტაქტიკა შეიცვალა.

რეზნიკოვის თქმით, მტერი უფრო მეტად იყენებს ტერორისტულ ტაქტიკას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სუროვიკინი აწყობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მასიურ დაბომბვას.

"ის [სუროვიკინი] იყენებს ტერორისტულ ტაქტიკას მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საკრუიზო რაკეტებისა და ირანული სპეციალური უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით.

გარდა ამისა, ოკუპანტები ერთ-ორ რაკეტას აღარ ესვრიან უკრაინას, როგორც ადრე. ახლა რუსები დღეში 40 რაკეტას უშვებენ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

8 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების ახალი მეთაური, 55 წლის გენერალი, სერგეი სუროვიკინი დანიშნა.


close დახურვა