დაუწესდეს პერსონალური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილს - ეს ჩანაწერი ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციაში გაჩნდა. ევროპის სახალხო პარტიამ დოკუმენტი რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად მიიღო. გათავისუფლდეს პატიმრობიდან ნიკა გვარამია და გაუშვან სამკურნალოდ მესამე პრეზიდენტი - ეს მოწოდებებიც რეზოლუციის ტექსტშია შეტანილი. ეს ყველაფერი არ არის. ტექსტში ყურადღებაა გამახვილებული ყალბ ინფორმაციასა და მმართველი პარტიის რიტორიკაზე, რომელიც დასავლეთის წინააღმდეგაა მიმართული. დღევანდელ რეზოლუციას ქართულმა ოცნებამ კვლავ საქართველოს პარტნიორებზე თავდასხმით უპასუხა.
რეზოლუცია ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით
18 ნოე 202220:11
3 წუთის საკითხავი
