ბოინგ 737-ის რეისი, ბათუმი - პალმა დე მალიორკა. საქართველოს ავიახაზებისგან, ნაქირავები ხომალდით - ესპანეთის ძვირადღირებულ კუნძულზე ტონი რიჟვაძე, ამალასთან ერთად გაფრინდა. გარდა აჭარის მთავრობის მეთაურისა ბოინგმა ბათუმიდან მალიორკამდე გაიყოლა და უკან დააბრუნა ბათუმის მერი, მერიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელები.