მოახლოებულ არჩევნებს მმართველი პარტია - რუსული კანონით, დაანონსებული დიქტატურითა და ციხეში გამოკეტილი; თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდებით ხვდება. რეპრესიები, ფიზიკური ანგარიშსწორება, დაუსჯელობა - ოლიგარქის მეთოდის მთავარ სამარკო ნიშნადაა ქცეული. ამ დროისთვის, აბსურდული ბრალდებით სასჯელს 9 ახალგაზრდა იხდის. ყველა მათგანს ოლიგარქის პროკურატურა - დაუმორჩილებლობას და სახელმწიფო ქონების დაზიანებას ედავება - ორი დაკავებული, სასჯელს ახლა რკინის ჯებირის გარღვევის გამო იხდის - 400-ლარიანი ზარალი, რომელიც სახელმწიფოს მიადგა, დაკავებულების ოჯახის წევრებმა უკვე გადაიხადეს - თუმცა ივანიშვილის მთავრობა მაინც მზადაა, რომ ახალგაზრდები სამაგალითოდ, სასჯელის მაქსიმალური ვადით, 6 წლით დასაჯოს.