ნარკოდანაშაულის გამოგონილი ბრალდებით აქციის მონაწილეების დასჯა რეჟიმის კიდევ ერთი ხელწერაა. როგორც წესი, ჩვენებას პოლიციელები აძლევენ, მოსამართლე კი უსიტყვოდ იზიარებს და აღკვეთის მკაცრ ღონისძიებას უფარდებს. ამის კიდევ ერთი მაგალითია ანტონ ჩეჩინის პატიმრობაში დატოვება. რეჟიმის ორი წარმომადგენლის ჩვენებები გრამატიკული შეცდომებითაც კი ერთმანეთს ჰგავს. ახალგაზრდა პუტინის რეჟიმს გამოქცეული აქტივისტია, რომელიც ახლა ივანიშვილის ციხეში აღმოჩნდა. ჩეჩინი რუსეთის საპყრობილეში დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პარტიის წევრია. აბსურდული ბრალდების მორიგი ნიმუში თორნიკე ზაკალაშვილის საქმეცაა.
რეჟიმი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ
27 იან 202520:29
3 წუთის საკითხავი
