logo
ENG



რესპუბლიკელი კონგრესმენი ტრამპს: შეწყვიტეთ ყოველივე, არჩევნები დასრულებულია

07 იან 202100:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/07/kw37v1ps5zqb2t4.jpg

რესპუბლიკელი კონგრესმენი და პრეზიდენტ ტრამპის დიდი ხნის მხარდამჭერი მაიკ გალაგერი CNN-თან აცხადებს, რომ არჩევნები დამთავრებულია, პრეზიდენტ ტრამპს კი მოუწოდებს შეაჩეროს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილი მხარდამჭერები. 

"პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს, შეაჩეროს ეს. არჩევნები დასრულდა. დემონსტრანტებმა კი დემოკრატიასთან ბრძოლა უნდა შეწყვიტონ", - განაცხადა გალაგერმა

კაპიტოლიუმში პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები დღეს, ადგილობრივი დროით შუადღისას შეიჭრნენ. ისინი კონგრესის ორივე პალატის სხდომის ჩაშლას ცდილობენ, რომელზეც წარმომადგენელთა პალატას და სენატს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემოწმებინა. 

კაპიტოლიუმის შენობაში ლოკდაუნი გამოცხადდა, სენატორები და კონგრესმენები, უსაფრთხოების მიზნით, საკუთარ კაბინეტებში რჩებიან. დემონსტრანტები კი კაპიტოლიუმის დარბაზში შეცვივდნენ, CNN-ის ცნობით, შტურმის შედეგად ერთ-ერთი ქალი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. 

თავად ტრამპმა მხარდამჭერებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და პოლიციის მიმართ მორჩილებისკენ Twitter-ზე მოუწოდა. 


close დახურვა