logo
ENG



რესპუბლიკური პარტიის წევრი გორის პოლიციელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

21 აპრ 202312:40
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური პარტიის წევრი ალექსანდრე ვალიაური გორის პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

როგორც ვალიაური ჰყვება, ორი დღის წინ ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, თემურ ტაბატაძემ გააჩერა და ფოტოს გადაღება მოსთხოვა, რაზეც ვალიაურმა უარი განუცხადა.

რესპუბლიკური პარტიის წევრის თქმით, ამის შემდეგ პოლიციელმა ის მანქანაში იძულებით ჩასვა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ვალიაურმა პოლიციელის წინააღმდეგ შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა, ინსპექციამ საქმე გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცა, სადაც გუშინ ვალიაური გამოკითხეს.

"სახლთან დაახლოებით 50 მეტრში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი და მომთხოვეს პირადობის მოწმობის წარდგენა. შევთავაზე, რომ ვეტყოდი პირად ნომერს, ვუთხარი სახელი-გვარი, საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი და მიუხედავად ამისა, მათი პრინციპული და ძალიან აგრესიული მოთხოვნა იყო, რომ ჩემთვის გადაეღოთ ფოტო, რისი წინააღმდეგიც ვარ მე. ჩემი იძულებით ჩატენა მოახდინეს ავტომობილში,მ წამართვეს მობილური, ჩამიტარეს უკანონო ჩხრეკა, მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მირტყამდნენ მუშტებს, ერთს რამდენჯერმე გავამეორებინე საკუთარი სახელი და გვარი და მან დამიფიქსირა, რომ არის თემურ ტაბატაძე"- თქვა ვალიაურმა.


close დახურვა