რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 40 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე მათგანი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა, ისანში მდებარე საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩვენი 40 მოქალაქე იმყოფება. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ქონია. ისანში მდებარე საკარანტინო სივრცესაც კურირებს რესპუბლიკური საავადმყოფო. იქ მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უბრალოდ, იქ იყო ოჯახი დედა, მამა დ აშვილი. ბავშს ქონდა სიცხე და ბატუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სიცხე ზოგ მოქალაქეს აქვს, ასეტი პაციენტები განსაკუთრბეული დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. უტარდებათ მათ კვლევები, რათა ფილტვების ანთება გამოირიცხოს“, - განაცხადა გოფოძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
საქართველოში ამ დროისთვი 25 პირია კორონავირუსით ინფიცირებული, 245 ადამიანი კარანტინშია, ხოლო 49 პაციენტია სტაციონალური დაკვირვების ქვეშაა.