logo
ENG



რეფერენდუმის შედეგები რუსეთში - დარღვევების გამოძიებას ელიან ევროკავშირში

02 ივლ 202020:55
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღეს. რეფერენდუმის შედეგები უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ცვლილებას, რომელიც ვლადიმერ პუტინს ხელისუფლებაში კიდევ 14 წლით დარჩენის უფლებას აძლევს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი პუნქტი საპრეზიდენტო ვადის გაუქმებაა, რომელიც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს. მოქმედი ვადა მას 2024 წელს ეწურება. ერთ კვირიანი კენჭისყრის პროცესის ფინალური დღე გუშინ იყო და მოსკოვშიც და სანქტ-პეტერბურგშიც აქციების ფონზე მიმდინარეობდა. 

ოპოზიციაში აცხადებენ,  რომ პროცესი კანონის დარღვევით ჩატარდა. დარღვევების გამოძიებას ელიან ევროკავშირში. რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონში.

„პუტინის პლებისციტის ბოლო დღეს მისივე საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად შედეგებზე ლაპარაკი ზედმეტია. სამარცხვინო კენჭისყრამ  რეფერენდუმის ნიღბით, პუტინის ლეგიტიმურობის და რუსეთის ეგრეთ წოდებული დემოკრატიის ყველა ნაშთი გაანადგურა. რუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - ნათქვამია შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის განცხადებაში. 

 


 


close დახურვა