რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ასადის რეჟიმს მკაცრი პასუხით ემუქრება. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თუკი სირიელი სამხედროები კვლავ დაარღვევენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ანკარა მათ ძლიერი დარტყმით უპასუხებს.
მმართველი პარტიის წინაშე გამოსვლისას თურქეთის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ასადის შეჩერებას ვერ შეძლებს, თურქი სამხედროები მხოლოდ თავს კი არ დაიცავენ, იერიშზეც გადავლენ.
ერდოღანმა საბერძნეთის საზღვარზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზღვარს ევროკავშირთან იქამდე არ დაიხურება, სანამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები 2016 წელს დადებული შეთანხმების პირობებს არ შეასრულებენ.