logo
ENG



რიაბკოვი: NATO-ს მიერ უკრაინაში რუსეთის წითელი ხაზების უგულებელყოფა ბირთვულ ომს გამოიწვევს

22 აგვ 202211:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/22/5bbpv64goqubehw.png
РИА Новости

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ NATO-ს მიერ რუსეთის "წითელი ხაზების" უგულებელყოფა ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკებას გამოიწვევს. 

"NATO-ს ქვეყნების დესტრუქციული კურსი, უგულებელყონ ჩვენი "წითელი ხაზები" და ჩაერთონ რუსეთთან დაპირისპირებაში უკრაინაში, პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის დაბალანსების მეშვეობით, უკიდურესად სარისკოა. ცხადია, ეს გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას და შეიძლება ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკებამდე მივიდეს, რასაც მოჰყვება საშინელი შედეგები." - თქვა რიაბკოვმა. 

მან ასევე თქვა, რომ ასეთი სცენარი თავიდან უნდა იქნას აცილებული და ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა უნდა დაიცვან ერთმანეთთან ომის დაუშვებლობის წესი. 


close დახურვა