logo
ENG



რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

18 აგვ 202320:03
3 წუთის საკითხავი
 
რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ფორმულას ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ერთი მუშა დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

ცნობილია ის, რომ დაზიანებები მიღებული აქვთ საამქროში მუშაობის დროს, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ. ფორმულას ინფორმაციით, დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი - საქართველოსი.

შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

 

 


close დახურვა