რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება მსოფლიო საზოგადოებას ქველმოქმედებისკენ მოუწოდებს. მსგავსი შინაარსის წარწერები ქალაქის მთავარ ღირსშესანიანაობაზე სპეციალური ილუმინაციებით გამოსახეს.
ორგანიზატორების განმარტებით, აქციის მთავარი მიზანი, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად , დაზარალებული მოსახლეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. პანდემიის პერიოდში საქველმოქმედო ორგანიზაციებს ათობით ათასი ბენეფიციარი ჰყავთ.
ბოლო მონაცემებით ბრაზილიაში კორონავირუსს 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურებულია ინფიცირების 150 000-ზე მეტი შემთხვევა.