რიო-დე-ჟანეიროში წლის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. კარნავალის გახსნამდე ქალაქში ბოლო შტრიხებს აწესრიგებენ.
დიდი სამზადისის პარალელურად რიოში უამრავი ტურისტია თავმოყრილი. ისინი ადგილობრივებთან ერთად სამბას მოცეკვავეების შთამბეჭდავი შოუს დაწყებას ელიან. სამბადრომი მიმდინარე წელს 90 ათასამდე ტურისტს უმასპინძლებს. რიოში კარნავალი 9 დღის განმავლობაში გაგრძელდება.