რიო-დე-ჟანეიროში მასშტაბური ქუჩის წვეულება გაიმართა. ცნობილი კარნავალის პარალელურად, ქალაქის მცხოვრებლები და ტურისტები, ქუჩებში გამართულ კონცერტებს ესწრებიან. ,,ბიოტატა''-ს სახელით ცნობილმა ყოველ წლიურმა ღონისძიებამ, რიოს ცენტრში ათასობით ადამიანი მიიზიდა.
ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა, ფერადი და ორიგინალური კოსტიუმების დემონსტრირება იყო. რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი ოფიციალურად 21 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვლამდე გაგრძელდება.