logo
ENG



რიჟვაძე ჟურნალისტს: თუ გამოიჩენთ ზრდილობას, შეიძლება დაგიშვათ მთავრობის სხდომაზე

20 ივლ 202110:20
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მედიის წარმომადგენლებს ცინიკურად მიმართავს და ამბობს, რომ მთავრობის სხდომაზე დასასწრებად "ზრდილობა უნდა გამოიჩინონ". 

TV25-ის ჟურნალისტმა რიჟვაძეს ჰკითხა, რატომ არ იწვევენ მთავრობის სხდომაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს.

"თუ კარგად მოიქცევით და ზრდილობას გამოიჩენთ, მომავალში შეიძლება დაგიშვათ", - თქვა რიჟვაძემ და დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა. 

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის დროს ჟურნალისტების დაშავებასა და ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე მედიის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. სწორედ ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით  საპროტესტო აქციებს აწყობენ. 

ამის გამო ქართული ოცნების წარმომადგენლები კრიტიკულ მედიას ბოიკოტს უცხადებენ. პარლამენტში მმართველი გუნდი უარს აცხადებს, კრიტიკულ მედიას კომენტარი მისცეს. 17 ივლისს კი პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ფორმულა, მთავარი არხი და TV პირველი ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია. მიზეზად კი დაასახელეს, რომ ამ სამმა ტელევიზიამ "ყველანაირი წითელი ხაზი" გადაკვეთა. 


close დახურვა