რისთვის დასაჯეს მოსამართლე ნინო ბაქაქური - საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო წერილით ეხმაურება. მთავრობამ ორგანიზაციიდან მოსამართლე გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნებული არიან, რომ ნინო ბაქაქური კრიტიკული შეხედულებების გამო დასაჯეს. საკითხს სახალხო დამცველის აპარატიც გამოეხმაურა. განმარტებები მოუწია დღეს იუსტიციის მინისტრს.