logo
ENG



რიში სუნაკი მანქანაში უსაფრთხოების ღვედის არგაკეთების გამო დააჯარიმეს

20 იან 202322:35
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი მანქანაში უსაფრთხოების ღვედის არგაკეთების გამო დააჯარიმეს. ინციდენტის გამო სუნაკმა ბოდიში მოიხადა.

ლანკაშირის პოლიციის განცხადებით, 42 წლის კაცს ლონდონიდან ჯარიმის შესახებ შეატყობინეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მგზავრი მოძრავ ავტომობილში ღვედის გარეშე იმყოფება.

დიდ ბრიტანეთში ღვედის არგაკეთების გამო მგზავრები £100-ით ჯარიმდებიან. ჯარიმა შეიძლება £500-მდე გაიზარდოს, თუ საქმე სასამართლოს გადაეცემა.


close დახურვა