რიში სუნაკი ოფიციალურად გახდა დიდი ბრიტანეთის 57-ე პრემიერმინისტრი. სუნაკი მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა, რომელმაც მას მთავრობის ჩამოყალიბება შესთავაზა.
ბოლო ერთ წელში ის ქვეყნის მესამე პრემიერმინისტრია და 42 წლის ასაკში ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი იქნება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ტრასის თქმით, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.
ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით - 45 დღით იყო პრემიერმინისტრი.
პრემიერმინისტრის ტრანგში ტრასი ბოლოჯერ შეხვდა მინისტრთა კაბინეტს და მეფეს შეხვდა.
მისი გადადგომის მიზეზი ის ეკონომიკური კრიზისია, რომელშიც ქვეყანა ოპონენტების და კონსერვატიული პარტიის ზოგიერთი წევრის აზრით ტრასის პოლიტიკის გამო აღმოჩნდა.