საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.
რკინიგზის განცხადებით, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ "რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის".
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ, რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს სამუშაოები, რათა სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე.