ისრაელი და ჰამასი 12 საათით ცეცხლის შეწყვეტას არ თანხმდებიან. ამ წინადადებით მათ ეგვიპტის დელეგაციამ მიმართა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მათთან მოლაპარაკებებს მართავს. კონფლიქტის მეხუთე დღეს ისრაელმა ყველაზე ინტენსიური იერიში მიიტანა ღაზაზე, დაიბომბა ჰამასის სამხედრო ობიექტები, მიწისქვეშა გვირაბის ჩათვლით, რომლითაც მებრძოლებს ანკლავის ტერიტორიაზე იარაღი შეჰქონდათ. ღაზის სექტორის გარდა დაძაბულია ვითარება მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზეც, სადაც პალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელის არმიის წარმომადგენლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს - დეტალები ფორმულას 20:00-საათიან გამოშვებაში.
როგორი ვითარებაა ღაზას სექტორსა და ისრაელში
14 მაი 202120:09
3 წუთის საკითხავი