logo
ENG



როგორია ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას ქონება - შაბათის ფორმულა

17 ივლ 202122:00
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ალტერნატიული საქართველოს დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია დიდ ქონებას ფლობს. მის საკუთრებაშია კიკეთში 1502 კვ ფართობის მიწის ნაკვეთია, სადაც მორგოშია ორსართულიან სახლს აშენებს. ის ასევე 1 450 კვ ფართობის მიწას და სახლს ფლობს ლისზე. გარდა ამისა, ძალადობრივი ჯგუფის ლიდერს ეკუთვნის ბინები წერეთლის გამზირსა და ნუცუბიძის ფერდობზე, მუხრანში კაკლების ბაღები. ცოტა ხნის წინ მორგოშიამ მერიისგან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან 4-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღო. 

კრემლის ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ანტიდასავლური გზავნილებით არის ცნობილი, ქონებას ცოლის და ნათესავების სახელზე აფორმებს. უძრავი ქონების გარდა, მორგოშია რამდენიმე კომპანიას ფლობს, რომელიც მამიდის, ციალა მორგოშიას სახელზეა რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ 5 ივლისის აქციაზე მორგოშიამ სირცხვილიას ოფისზე თავდასხმა დაგეგმა. მის მიერ წაქეზებული ჯგუფი თავს დაესხა ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, მასზე 20 პირი 10 წუთის განმავლობაში ძალადობდა. ოპერატორი 5 დღეში გარდაიცვალა. 

სიუჟეტი მომზადებულია შაბათის ერთიანი ეთერის ფარგლებში. ავტორი: შაბათის ფორმულას ჟურნალისტი, სალომე გოგოხია

 

 


close დახურვა