logo
ENG



რომან დოლიძეს კოვიდი დაუდასტურდა და ბრძოლა გაუუქმდა

10 ნოე 202113:25
3 წუთის საკითხავი
clock 681
2021/11/10/ddys1vbbtdtomiq.jpg

რომან დოლიძის მორიგი ორთაბრძოლა UFC-ში, რომელიც ლას ვეგასში 14 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმებულია, რადგან ქართველ მებრძოლს რამდენიმე დღით ადრე COVID-19 დაუდასტურდა. 

რომან დოლიძე ამერიკელ კაილ დოკოსს უნდა დაპირისპირებოდა და ეს რომანისთვის ორგანიზაციაში რიგით მეხუთე შეხვედრა უნდა ყოფილიყო, ამჟამად დოლიძე იზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს. 

„დამიდასტურდა COVID-19. რეგულაციების თანახმად, გადავდივარ იზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ბრძოლას გამოვეთიშე. ვფიქრობ, ფიზიკურად და მორალურად მზად ვიყავი, რომ კარგი შედეგი მეჩვენებინა, თუმცა კოვიდტესტზე დადებით პასუხს თავისი წესები აქვს!

ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად ვგრძნობ. მადლობა გულშემატკივრობისთვის. ყველაფერი კარგად იქნება!", - წერს რომან დოლიძე სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია რომ 14 ნოემბერს თავის ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი ლიანა ჯოჯუა ამერიკელი კორტნი კეისის წინააღმდეგ გამართავს.


close დახურვა