logo
ENG



რომელი კომპანიები ტოვებენ რუსეთის ბაზარს

05 მარ 202216:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/05/kvtm8gzst2t2cz4.jpg

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათეულობით ქვეყანამ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესა.

საერთაშორისოდ ცნობილი კომპანიები კი ეტაპობრივად ტოვებენ რუსეთის ბაზარს, წყვეტენ პროდუქციის მიწოდებას და ხურავენ წარმოებებს.

 

ნავთობი/გაზი

BP - კომპანია უარს ამბობს თითქმის 20%-იან წილზე რუსეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Rosneft-ში

Equinor - კომპანია ეტაპობრივად რუსეთში საწარმოებიდან გასვლას აპირებს

ExxonMobil - ტოვებს საკვანძო პროექტს - Sakhalin-1, ამასთან, უარს ამბობს, რუსეთში სამომავლო ინვესტიციებზე

Shell - ტოვებს რუსეთის სახელმწიფო კომპანია Gazprom-თან ერთობლივ პროექტებს და წყვეტს Nord Stream 2-ის პროექტში მონაწილეობას

 

მანქანები და თვითმფრინავები

Boeing და Airbus - თვითმფრინავების მწარმოებლები აღარ აპირებენ, რუსულ გადამზიდებს ნაწილები ან სერვისი მიაწოდონ

Daimler Truck - გერმანული კომპანია წყვეტს თანამშრომლობას რუსულ პარტნიორ Kamaz-თან

Ford Motor Company - რუსეთში მუშაობას წყვეტს

Harley-Davidson - წყვეტს მოტოციკლეტების მიწოდებას

Mercedes-Benz - შეაჩერა ავტომობილებისა და ფურგონების მიწოდება და წარმოება

BMW  - წყვეტს ექსპორტსა და წარმოებას

Renault - ერთ-ერთ მსხვილი მოთამაშეა რუსულ ბაზარზე, რომელიც მოსკოვში დროებით წყვეტს წარმოებას "ლოჯისტიკური პრობლემების გამო"

Toyota - აჩერებს წარმოებას სანქტ-პეტერბურგის ქარხანაში, რომელიც უშვებს RAV4-სა და Camry-ს მოდელებს

Volkswagen - კომპანია, რომელიც აერთიანებს Audi, Ducati, Skoda-სა და Porsche-ს, რუსეთში ორ ქარხანაში წყვეტს წარმოებას, ამასთან აჩერებს ექსპორტს

Volvo - სანქციებიდან გამომდინარე აჩერებს მიწოდებებს

Jaguar Land Rover და Aston Martin - წყვეტენ რუსეთში მანქანების მიწოდებას

 

სამომხმარებლო სფერო

Airbnb - კომპანია წყვეტს ყველა ოპერაციას რუსეთსა და ბელარუსში

Budvar - ლუდის მწარმოებელი ჩეხური კომპანია რუსეთში პროდუქციის მიწოდებას წყვეტს

Disney - კინოსტუდია წყვეტს რუსეთში კინოგაქირავებას

Ikea - ავეჯის კომპანია რუსეთში ყველა თავის მაღაზიას ხურავს, ასევე წყვეტს შეკვეთების მიღებას რუსეთიდან და ბელარუსიდან

TJX Cos - რუსეთში თავის 25%-იან წილს ყიდის

Booking.com - ტოვებს რუსულ ბაზარს

 

ტექნოლოგიები

Apple - გაყიდვებს წყვეტს, გარდა ამისა ,აღარ იმუშავებს Apple Pay სისტემა. App Store-დან წაშალეს სახელმწიფო მედიები - Sputnik და RT

Dell - შეაჩერა გაყიდვები რუსეთში

Google - დაბლოკა რუსული სახელმწიფო მედიების წვდომა თავის პლატფორმებზე, მათ შორის Google Play-ზე. Google Pay-ს სისტემა ხელმისაწვდომი არ იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც სანქციების ქვეშ მოყვნენ

Facebook - ევროკავშირში RT-და და Sputnik-ს წვდომას შეუწყვეტს

Twitter - შეამცირებს რუსულ სახელმწიფო მედიების ხილვადობას

Spotify - დახურა თავისი ოფისი რუსეთში, ასევე წაშალა RT-სა და Sputnik-ს მთელი კონტენტი ევროპაში და სხვა რეგიონებში

YouTube - დაბლოკა უკრაინაში რუსული სახელმწიფო მედიების ანგარიშები. ამასთან, მათ აეკრძალებათ რეკლამის განთავსება და კონტენტის მონეტიზაცია

Intel (INTC) - წყვეტს პროდუქციის მიწოდებას რუსეთსა და ბელარუსში

Microsoft (MSFT) - რუსეთში წყვეტს პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვას

NOKIA - წყვეტს მიწოდებას

PayPal Holdings - რუსეთში თავისი სერვისები დახურა

Samsung - მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკის მიწოდებას წყვეტს

Ericsson - წყვეტს მიწოდებებს

 

მოდა

Nike - რუსეთში ხურავს ყველა თავის მაღაზიას

H&M - მაღაზიების ქსელი რუსეთში დროებით ყველა გაყიდვას აჩერებს

Chanel, LVMH, Kering - ხურავენ მაღაზიებს რუსეთში

PUMA - წყვეტს რუსეთში პროდუქციის მიწოდებას, თუმცა 100-ზე მეტი მაღაზია ღია რჩება

Zara, Pull & Bear, Massimo Dutti და Bershka - რუსეთში მუშაობას წყვეტს

 


close დახურვა