logo
ENG



რომის პაპი: გავაგრძელებ ომის წინააღმდეგ საუბარს და ვეცდები მშვიდობის ხელშეწყობას

14 აპრ 202611:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/14/4tcl5qkg9sdcoa4.png

Reuters-ის ცნობით რომის პაპი ლეო XIV ომის წინააღმდეგ სიტყვით გამოსვლას გააგრძელებს. ამის შესახებ პაპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპის თქმით, მას აშშ-ს პრეზიდენტთან "დებატებში შესვლა არ სურს".

"მე გავაგრძელებ ომის წინააღმდეგ საუბარს და ვეცდები მშვიდობის ხელშეწყობას. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება, ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება. და მე ვფიქრობ, რომ ვიღაც უნდა ადგეს და თქვას: „არსებობს უკეთესი გზა“. ეკლესიის გზავნილი, ჩემი გზავნილი, სახარების გზავნილი: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი. მე ჩემს როლს არ ვუყურებ, როგორც პოლიტიკურს", - თქვა პაპმა

მანმდე, ტრამპმა რომის პაპი ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა.

„ეკლესიამ სიაში მხოლოდ იმიტომ შეიყვანა, რომ ის ამერიკელია და იფიქრეს, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობისთვის საუკეთესო გზა იქნებოდა. მე რომ თეთრ სახლში არ ვყოფილიყავი, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა. ლეო, როგორც პაპი გონს უნდა მოეგოს, საღ აზრს მიმართოს და რადიკალი მემარცხენეების ინტერესებისთვის ანგარიშის გაწევა უნდა შეწყვიტოს. მან აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, რომ დიდებული პაპი იყოს და არა პოლიტიკოსი. ეს მას ძალიან აზიანებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს კათოლიკურ ეკლესიას აზიანებს“, - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, რომის პაპმა ლეო XIV-მ ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენჯერმე გააკრიტიკა და დონალდ ტრამპს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

 

 

close დახურვა