logo
ENG



რომის პაპი ტაილანდში ჩავიდა

20 ნოე 201913:50
3 წუთის საკითხავი
 
1446t3p1cyr6lz1.jpg

რომის პაპი ტაილანდში ჩავიდა. ფრანცისკეს ბანგკოკის აეროპორტში  მრევლთან და ოფიციალურ პირებთან ერთად თავისი ბიძაშვილი დახვდა - მონაზონი, რომელიც 50 წელია ადგილობრივ ეკლესიაში მსახურობს. ოფიციალური შეხვედრები ქვეყნის მონარქთან და პრემიერთან ხვალაა დაგეგმილი, შემდეგ კი ფრანცისკე მესას ჩაატარებს, რომელსაც 50 ათასამდე ადამიანი დაესწრება.

ტაილანდის შემდეგ რომის პაპი იაპონიაში გაემგზავრება, სადაც ჰიროსიმასა და ნაგასაკის ეწვევა. ამ ვიზიტით ის კიდევ ერთხელ გამოხატავს ბირთვული იარაღის აკრძალვის მხარდაჭერას. 

 


close დახურვა