პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი რომის პაპმაც მიაგო პატივი. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა მიმართვა მთლიანად შეერთებულ შტატებში არსებულ სიტუაციას მიუძღვნა და მომხდარს ტრაგედია უწოდა.
პაპი ფრანცისკეს თქმით, ვერავინ დახუჭავს თვალს რასიზმზე. მან ამერიკელებს ძალადობის შეჩერებისა და ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმითვე, ის ყველასთვის ლოცულობს, ვინც რასიზმის ცოდვის მსხვერპლი გახდა.