![p66j6bazo65j8xn.jpg](/uploads_script/news/thumb_p66j6bazo65j8xn.jpg)
რომის პაპმა დაბადების დღე ერთი კვირის დაგვიანებით, ბავშვებთან ერთად აღნიშნა. პაპი ფრანცისკე ერთ-ერთ კლინიკას ეწვია, სადაც მას პატარებმა დაბადების დღის ტორტი დაახვედრეს. საავადმყოფო საქველმოქმედო ფონდის მიერ ფინანსდება და 400-მდე ემიგრანტ ბავშვს ემსახურება. პაპი ფრანცისკე 83 წლის გახდა. მას დაბადების დღე 17 დეკემბერს ჰქონდა. თუმცა მაშინ არ აუღნიშნავს.