logo
ENG



რომის პაპმა ჰომოფობები, ქსენოფობები და ანტისემიტები ჰიტლერს შეადარა

16 ნოე 201916:43
3 წუთის საკითხავი
 
ibc1ktub3na3ys0.jpg

ის პოლიტიკოსები, რომლებიც ჰომოსექსუალების, ბოშების და ებრაელების წინააღმდეგ ილაშქრებიან, ჰიტლერს მაგონებენ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

როგორც პაპმა აღნიშნა, როდესაც ქვეყნის მმართველების განცხადებებს ისმენს, მას რჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ის ადოლფ ჰიტლერის 1934-1936 წლების გამოსვლებს უსმენს. 

"ჰომოსექსუალების, ბოშების და ებრაელების დევნა, მათ წინააღმდეგ გალაშქრვა სიძულვილის და მკვლელობის ნათელი მაგალითია. ზუსტად ეს ხდებოდა იმ წლებში და ახლაც გრძელდება", - განაცხადა პონტიფექსმა. ამასთან, რომის პაპს კონკრეტული პოლიტიკოსები არ დაუსახელებია. 

 

 


close დახურვა