logo
ENG



რომში 8 დღეში აგებულმა საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო

24 მარ 202020:49
3 წუთის საკითხავი
 

რომში 8 დღეში აგებულმა საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექიმებს ერთმანეთთან ურთიერთობა ჟესტებით უწევთ, რადგან დამცავი ფორმებით ლაპარაკი შეუძლებელია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19-ით დაინფიცირების 64 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ ეს ციფრი 10 ჯერ მეტი ანუ 600 ათასი იყოს.

შეერთებულ შტატებში საავადმყოფოების განტვირთვის მიზნით საველე ჰოსპიტალებს ამზადებენ. ეროვნული გვარდია აწყობს სივრცეებს, სადაც სავარაუდო პაციენტებს ანალიზები ჩაუტარდებათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირების 42 ათასი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ნახევარი ნიუ იორკის მცხოვრებია. შემთხვევების მატების მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქვეყანაში ბიზნესის ფუნქციონირება აღდგეს.

უახლოეს მომავალში ნიუ-იორკში კორონავირუსზე მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტის „ქლორო-ქინის" კლინიკურ გამოცდას დაიწყებენ. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 
ასაკოვანი ადამიანებისთვის პრეპარატ „აქტემრას“ საექსპერიმენტო კვლევის ნებართვაც გასცა. 


close დახურვა