როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში აფეთქება მოხდა. ტელეგრამ არხებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში დიდი კვამლი ჩანს. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ზოგიერთ შენობაში ჩაიმსხვრა შუშები.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა მალევე განაცხადა, რომ სავარაუდოდ რაკეტა აფეთქდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, არიან დაშავებულები.
ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 12 ადამიანი.
ტელეგრამ არხი Baza წერს, რომ აფეთქების ადგილას ღრმული გაჩნდა.