logo
ENG



როტერდამში შეიარაღებულმა კაცმა სამი ადამიანი მოკლა

29 სექ 202300:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/29/9zwjmgbg55df97x.jpg

როტერდამში შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე 3 ადამიანი მომკლა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.

პოლიციის განცხადებით, 32 წლის კაცმა სახლში ცეცხლი გახსნა, სანამ ხანძარს გააჩენდა, შემდეგ კი ხუთშაბათს ერასმუსის სამედიცინო ცენტრში შეიჭრა. ის ერასმუსის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, რომელიც ჰოსპიტალთან არის დაკავშირებული.

პირველი სროლის დროს 39 წლის ქალი და მისი 14 წლის შვილი დაიღუპნენ. 43 წლის ლექტორი კი ჰოსპიტალში მოკლეს.

"ეს საშინელება, საშინელება იყო", - უთხრა BBC-ის დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილას პირველი მივიდა. მისი თქმით, თავდამსხმელი სამედიცინო ცენტრში მთავარი შესასვლელიდან შევიდა.

როდესაც სროლა დაიწყო, სამედიცინო ცენტრიდან თანამშრომლები და პაციენტები გამორბოდნენ, ზოგიერთი მათგანი საკაცით.

ჰოსპიტლის ერთ-ერთ ფანჯარაზე იყო წარწერა: "ოთახი 32. ვერ გამოვდივართ!"

როტერდამის პოლიციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდამსხმელი კაცი - რომლის ვინაობაც არ გაამჟღავნეს - მათთვის ცნობილი იყო. ორი წლის წინ კაცი ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში დამნაშავედ ცნეს.


close დახურვა