logo
ENG



როცა ძალადობის წინააღმდეგი ხარ, თავად არ უნდა იძალადო - რევაზ აფხაზავა სკოლის წარწერებზე

19 დეკ 201922:11
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტი განათლების მიმართულებით რევაზ აფხაზავა გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" 15 წლის მოზარდის საქმეზე საუბრობს. როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, თემატიკის სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა. სწორედ ამიტომ, მას არასწორად მიაჩნია თუნდაც სოლიდარობის მიზნით სკოლის კედლებზე წარწერების გაკეთება, რადგან ასეთ დროს თავად ხდები მოძალადე. 

"სკოლის ღობეზე რომ გაუკრეს ბავშვებს რაღაც კატასტროფული წარწერები, აქ შენც უნდა დაფიქრდე, როცა ძალადობის წინააღმდეგი ხარ, თავად არ უნდა იძალადო",-აღნიშნა აფხაზავამ. 

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის რამდენიმე დღეში იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.


close დახურვა