რუმინეთის მინისტრთა კაბინეტს ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელი, ლუდოვიკ ორბანი გაუძღვება. ცნობილია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ახალ პრემიერს ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება დაევალება. მთავარი ამოცანა კი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება და მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება იქნება.
შეგახსენებთ, რომ წინა პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პარლამენტმა გასულ კვირას გადააყენა, ხოლო მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.